მამა ღმერთი არის წმინდა სამების ერთ-ერთი წევრი. ღმერთი არის სამპიროვანი - მამა, ძე და სულიწმიდა. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. (იოანე 4:23) რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.(იოანე 3:16).
სამების მეორე პირი არის იესო ქრისტე, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა და აღსდგა მსამესა დღესა მსგავსად წერილისა და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
სულიწმინდა კი ერთ-ერთი პირია სამების, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა. მართლმადიდებელ ქრისტიანებს სჯერათ ბიბლიური დაპირების, რომ სულიწმინდა ადამიანში შემოდის ნათლობის დროს და იგი იცავს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
განკაცება არის ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად, არა როგორც ღმერთის, არამედ როგორც ადამიანის, ამიტომაც ის არის ორბუნებოვანი. მას ჰქონდა, როგორც ღვთაებრივი ასევე ადამიანური ბუნება, შესაბამისად ის ისევე განიცდიდა შიმშილს, წყურვილს, დაღლილობას როგორც მოკვდავი ადამიანი. ჯვარცმით კი მან გამოისყიდა ადამიანების დაცემული და ცოდვილი ბუნება.
ხსნა არის ღვთაებრივი საჩუქარი, რომელიც ხდება საკუთარი ცოდვებისგან განწმენდით და ეს პირველ რიგში ხდება ნათლობით, რის შედეგადაც ადამიანში სახლდება სულიწმინდის მადლი, რათა შენარჩუნდეს ხატება და მსგავსება ღვთისა ადამიანში.
ბიბლია ეს არის ის ძვირფასი წიგნი, სადაც შთაგონებულია სიტყვა ღვთისა .ის შედგება ორი ნაწილისაგან, ძველი და აღალი აღთქმა. ძველი აღთქმა ძირითადად შედგება წინასწარმეტყველებისაგან, ხოლო ახალი აღთქმა კი აღგვიწერს იესო ქრისტეს ცხოვრებას. არსებობს ბიბლიის განსხვავებული ვერსიები, თუმცა დღეს უკვე დადგენილია ერთი ჭეშმარიტი წიგნი რომელიც შედგება ძირითადად კანონიკირი ტექსტებისგან.
თაყვანისცემის აქტი, რომელიც სრულდება ღვთისმსახურებისას, დიდი მადლიერების გამომხატველია. რაც გამოიხატება შემდეგ სიტყვებში: ,,შენ გამო ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა".ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს. მას სხვანაირად ლიტურღია ჰქვია. ღვთისმსახურება, როგორც წესი აღესრულება ტაძრებში, სადაც მორწმუნეებს შეუძლიათ ეზიარონ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს. მთელი ლიტურღია გაჟღენთილია საკუთარ ცოდვებზე გოდებით. როცა ადამიანი განიწმენდს თავის გულს ღვთის სიტყვის სამკვიდრებლად.
აღსარება კი რომელიც წინ უძღვის ზიარების საიდუმლოს, საკუთარი ცოდვების აღხოცვას გულისხმობს, ცოდვილობის შეგნებითა და მასზე გულწრფელი სინანულით.
ხატები ეს არის გამოსახულება ქრისტესი, ღვთისმშობლის, წმინდა მოწამეების, ანგელოზების, წმინდანების და ა.შ ისინი აცოცხლებენ რეალობას და მათი საშვალებით ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ ძალა და მადლი უფლისა.
ქრისტიანობას მთლიანად მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე. რას ნიშნავს ეს? ეს არის მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ადამიანთა მოდგმისათვის გაიღო. ეს არის ტვირთვა მთელი ადამიანური ბუნებისა, მთელი ჩვენი დაცემულობისა, ჩვენი შერყვნილობისა, რომელიც ღმერთს მოშორებული ადამისაგან მთელმა მისმა მოდგმამ მიიღო მემკვიდრეობად. „რომელმან იგი არა იცოდა ცოდვა, ჩვენთვის ცოდვა ქმნა, რათა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა“ (2 კორ. 5,21). ეს არის ყველაზე არსებითი ნიშანი, რომლითაც ქრისტიანობა განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან.
მოკლედ, ეს არის ქრისტიანული რწმენის დედაარსი. ყველა სხვა სარწმუნოებისაგან გამორჩეული, ქრისტიანული ურთიერთობა უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე უბრალოდ რელიგიური წესები. “ნებადართული და აკრძალული” საქმეების კეთების გარდა ქრისტიანის მთავარი მიზანი მამა ღმერთთან სიახლოვეა. ამის განხორციელება კი ქრისტიანის ცხოვრებაში იესო ქრისტესა და სული წმიდის მადლითაა შესაძლებელი. ქრისტიანებს სწამთ, რომ ბიბლია უფლის შთაგონებული, ჭეშმარიტი სიტყვაა და, რომ მისი სწავლა აუცილებელია (2 ტიმოთე 3:16; 2 პეტრე 1:20-21). ქრისტიანებს სამებად – მამად, ძედ (იესო ქრისტე) და სული წმიდად განხორციელებული ერთსახოვანი ღმერთის წამთ. ქრისტიანებს სჯერათ, რომ კაცობრიობა სწორედ უფალთან სიახლოვისთვის შეიქმნა, მაგრა, ცოდვა აცილებს მათ ღმერთისგან (რომაელთა 3:23, 5:12). ქრისტიანული სარწმუნოება ასწავლის, რომ იესო ქრისტე ქვეყანას განხორციელებულ ღმერთად და განხორციელებულ კაცად მოევლინა (ფილიპელთა 2:6-11) და ჯვარს ეცვა. ქრისტიანებს სწამთ, რომ ჯვარცმის შემდეგ ქრისტე დაკრძალეს, იგი აღდგა და ახლა “მჯდომარე არს მარჯვენით მამისა” და შუამდგომლობს მორწმუნეებს (ებრაელთა 7:25). ქრისტიანული სარწმუნოების თანახმად, ქრისტეს ჯვარცმა საკმარისი იყო კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად და რომ სწორედ ეს გაწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის, ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში (ებრაელთა 9:11-14: რომაელთა 5:8; 6-23).
ქრისტიანობის მთელი არსი, კი ქრისტეს ჯვარცმასა და მის აღდგომაშია. ადამიანებს კი მისი მცნებების დაცვითა და ღვთისათნო ცხოვრებით შეუდზლიათ სამუდამო სასუფევლის დამკვიდრება სადაც, არ არის, არცა ჭირი, არცა ურვა, არცა მწუხარება, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
No comments:
Post a Comment