Thursday, December 20, 2012

მსოფლიო რელიგია - ქრისტინობა
ქრისტიანობა — ქრისტეს მოძღვრებასამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა ბუდიზმთან და ისლამთან ერთადმას სამი ძირითადი მიმართულება აქვსკათოლიციზმიპროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობასაერთო ნიშანირომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებსარის რწმენა იესო ქრისტესადმიროგორც ღმერთკაცისმსოფლიოს მხსნელისსამების მეორე პირის განმასახიერებლისადმიქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლიაგანსაკუთრებით, მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმაქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება .. „აბრაამისეულ რელიგიებს“.
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაშიახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაშიგადმოცემის თანახმადთომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთშიანდრია – კავკასიასა და ბალკანეთშიმარკოზი – ეგვიპტეშიქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყომათ დევნიდნენდასცინოდნენსხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენპეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომშიმოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანემოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმაქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენაწამებდნენკლავდნენქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაშიიმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისაასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთისიესო ქრისტესსულიწმინდისსულის ცხონებისეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენიდა არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონიჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპიარცა ყოვლადვე მსგავსირაოდენი არს ცათა შინა ზედა რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვედა რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისაარა თაყვანი-სცე მათარცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგიექვს დღე იქმოდედა ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენიხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსარათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისაარა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისაარცა ყანისა მისისაარცა კარაულისა მისისაარცა ყოვლისა საცხოვარისა მისისაარცა ყოვლისა მისთვისრაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ქრისტეს მთაზე ქადაგება იესოს მოძღვრების ბირთვს წარმოადგენსმამა ღმერთის ათ მცნებასთან ერთად ქრისტეს სწავლება ქრისტიანთათვის წმინდათა-წმინდაასულიწმინდის შთაგონებით მას სრულყოფილად მათე მოციქული გადმოგვცემს წმინდა წერილშიმათე 5,1-48 , მათე 6,1-34 , მათე 7,1-29 .
რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელსრომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები - ლეგატებილეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელიბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპსამის გამო, 1054 წელსდასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყოაღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდახოლო დასავლურს - კათოლიკური
კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპსხოლო მართლმადიდებლური - დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებადკათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება) , მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე.
IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამარომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციადყოველი პროვინცია - რამდენიმე საქალაქო ოლქადქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყორომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსსხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები - პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქებისაპატრიარქო იყო ხუთირომისალექსანდრიისანტიოქიისკონსტანტინოპოლისა და იერუსალიმისმიჩნეული იყორომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსესქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.

საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარშისამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეშიასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.
დასავლეთში ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტერომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდამან შექმნა პირველი სამონასტრო წესდებადასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენხოლო მათ წინამძღვრებს - აბატებსროგორც აღმოსავლეთისისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთმონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერაბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლაზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ-თეოლოგიურ მოღვაწეობას.
მართლმადიდებლობაქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობათვითშეფასებითდასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მასამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიადრაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთიწმიდაკათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებსრომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირიისინი გაიაზრებიან არა ერთიკათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებადისტორიის განმავლობაში.
„მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ“ (ინ. 5,17) - უფალ იესო ქრისტეს ამ სიტყვებში ჩანს სამყაროზე საღვთო განგებულების უწყვეტობის ჭეშმარიტება. მართალია, „აკურთხა ღმერთმან დღე მეშვიდე და წმიდა-ჰყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა“ (შესაქ. 2,3), მაგრამ მას სამყარო ბედის ანაბარა არ მიუტოვებია. ღმერთი „თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო... რამეთუ მის მიერ ცხოველ ვიქცევით და ვართ“ (საქმ. 17,25,28). სამყაროს არსებობა ღვთიური ძალის ხელშია, იგი მონაწილეობს ქმნილ ძალთა ყოველ ქმედებაში. ღვთის ცხოველი ნების წყალობით ხდება ეგრეთწოდებულ ბუნების კანონთა მუდმივობის შენარჩუნება, სხვანაირად ისინი უძლურნი და უმოქმედონი იქნებოდნენ.
საღვთო მამობრივი განგებულება დედამიწაზე ყველაზე მეტად ადამიანზე ვრცელდება. ღმერთმა იცის თითოეულის ზრახვანი (ფს. 138,2), გულისთქმანი (ფს. 7,10) და სულთქმანი (ფს. 77,11). ღმერთი საჭიროებისამებრ მიაგებს ყველას და არ ელოდება მათ თხოვნას (მთ. 6,32), აყურადებს მვედრებელის ლოცვას, ასრულებს მის ყოველგვარ სათხოვარს, თუკი იგი წრფელია, სარწმუნოებიდან მოდის (მთ. 17,20) და სასიკეთოდ წაადგება ადამიანს ღვთის სასუფევლის ძიებაში (მთ. 6,33). უფალი გზააბნეული ადამიანის მეგზური ხდება (იგავ. 20,24), აღატაკებს და ამდიდრებს, ამცირებს და განადიდებს, თავად მიაყენებს ჭრილობებს და თავადვე აშუშებს, დასცემს და განკურნავს (იობ. 5,18). მას უყვარან მართალნი, მაგრამ ცოდვილთ სწყალობს: „არა სრულიად განრისსნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იხსენოს“ (ფს. 102,9). დიდხანს ითმენს, რათა მისმა სიკეთემ ისინი „სინანულად მოიყვანოს“ (რომ. 2,4). სამყაროში უფლის ეს ყოვლისმომცველი, დაუღალავი მოღვაწეობა სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) გამოიხატება მამა ღმერთის სახელდებით - „ყოვლისამპყრობელი“.



წყარო
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90#.E1.83.97.E1.83.90.E1.83.9C.E1.83.90.E1.83.9B.E1.83.94.E1.83.93.E1.83.A0.E1.83.9D.E1.83.95.E1.83.94_.E1.83.A5.E1.83.A0.E1.83.98.E1.83.A1.E1.83.A2.E1.83.98.E1.83.90.E1.83.9C.E1.83.9D.E1.83.91.E1.83.90



ქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაარომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებსიესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედმან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროშირომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვსქრისტე შეუდარებელია როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნეშეიძლებარომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოსქრისტე ბერძნულად ნიშნავს "ცხებულს", თავის მხრივიგი სათავეს იღებს ებრაული გამოთქმიდან - "ღმერთის ცხებული". ამ გამოთქმას ხშირად ხმარობდნენ ებრაელები თავიანთი მეფისადმირითაც ხაზს უსვამდნენ მის უმაღლეს დანიშნულებასმოგვიანებითდაახლოებით ძვ.. II საუკუნის მწერლებთან იგი მოასწავებს აღთქმულ მხსნელსნაციონალურ ბელადსრომელიც იხსნიდა მათ რომაელთა ბატონობისაგან.


სიყვარულისსიბრალულისსინანულისთანაგრძნობისა და თანალმობის რელიგიარომლის ბირთვი თავად იესო ქრისტე, - მისი ცხოვრებაპირადი მაგალითი და მის ბაგეთაგან გამოთქმული მოძღვრებააქრისტე ამ მოძღვრების კაცთა შორის დასანერგად მოვიდათანამოსაგრეებად თორმეტი მოციქული გამოირჩია (მათე 10:2-4). მოციქულებმა და მოციქულთა მოციქულებმარიცხვით სამოცდაათმაახალი მოძღვრება - ქრისტიანობა - მსოფლიოს მოჰფინესქრისტიანობა არის ხსნისა და გამოსყიდვის რელიგიაეს მისიასაბოლოო ჯამშიყველა რელიგიას აკისრიამაგრამ ქრისტეს მოძღვრებას სპეციფიკური ნიშნები აქვსესპირველ რიგშიჯვრისა და ჯვარცმისროგორც გამოსყიდვის საშუალებისმიმართ ითქმისლაპარაკია არა საკუთრივ ჯვარზეროგორც გრაფიკულ გამოსახულებაზეარც ჯვარცმაზე - დასჯის ფორმაზეარამედ შინაარსზერასაც მოიცავს ცნებებიჯვარი დამისგან განუყოფელიგამოსყიდვის დოგმატიიესო ქრისტემ ადამიანი დამასთან ერთადწუთისოფელი გამოისყიდა ჯვარცმამდე დამდაბლების გზითმან მიატოვა ,,თავისი მამული’’, შეიმოსა მონის ხატი და ჯვარს ეცვა როგორც დამნაშავეგანწირული და მიუსაფარიახალი აღთქმის მთავარი ნიშანი ანუ სასწაული თავმდაბლობის შედეგად დაღვრილი და შეწირული სისხლიამისი მოძღვრებისათვის ნიშანდობლივია ძველი ფასეულობების გადაფასება და ახალი ზნეობრივი კრიტერიუმების დამკვიდრებამაგალითადსიმდიდრესილაღეთვალტანადობარასაც ელტვოდა წარმართთა ცნობიერებაქრისტიანთა მიერ ჩათვლილია არაარსებით კატეგორიებადგამოცლილი აქვს საფუძველი პრინციპს - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაამქვეყნიური დიდებარაც ებრაელთა რჯულშიც თვალსაჩინოდ ფიგურირებდასახარების თანახმად სანუკვარი ფაქტი არააადამიანს ადიადებს არა ძლიერი მკლავიანდა სავსე ქისაარამედ უმანკო გული და სინდისიქრისტიანული ეთიკისა და მორალის სპეციფიკური ნიშანია შენდობამტერთათვის ლოცვა და ბოროტების სიკეთით გადახდამიუხედავად იმისარომ ყოველივე ეს ძველ აღთქმაში არაერთგზისაა აღნიშნული პირდაპირ თუ ალეგორიულადმაცხოვარმა იესო ქრისტემ სიმდაბლისმოთმინებისა და მიტევების პირადი მაგალითი გვიჩვენარა თქმა უნდაზნეობის ამ რანგამდე ასვლა ადვილი არაა და ეს უნდა მოხდეს ბუნებრივადზრდა-განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგხელოვნურობა ამ სფეროში დამღუპველიაარ შეიძლებათვალნაკლულებს ვუხმობდეთ სანადიროდსმენადახშულებს - სასიმღეროდძალააყრილთ - საასპარეზოდისინი ჯერ უნდა განიკურნონ (თუკი ექვემდებარებიან მკურნალობას). ასევესინდისისაგან დაშრეტილნი (თუკი მკვდარნი არ არიან ამ თვალსაზრისით), ჯერ უნდა გამოვაფხიზლოთვაზიაროთ ზნეობის საერთაშორისო ნორმებს - ელინურსებრაულსვედურს (.ძველ ინდურს), თუნდაც - ათეისტურს და შემდეგ მოვთხოვოთ უმაღლესი ეთიკა - მტერთათვის ლოცვასაზოგადოებამასე ვთქვათჯერ უნდა შეასრულოს ძველი აღთქმის ნორმატივირომ ახალი აღთქმის სამანებს ეზიაროსგაუსწოროს თვალი ქრისტეს მოძღვრებას არა მხოლოდ გონებით და ცოდნითარამედ ცხოვრებით - სულით და გულითეს ნიშნავს შემდეგსჯერ ათ მცნებას უნდა დავეუფლოთ და აღვასრულოთრომ მივეახლოთ სახარების ცხრა ნეტარებასჯერ კანონის წინაშე უნდა ვიყოთ მართალნირომ გავთავისუფლდეთ მისი მარწუხებისაგანდაბალგანვითარებულნი ვერა და ვერ გათავისუფლდებიან კანონის ზეგავლენისაგანთუ დააპირებენგაცილებით მძიმე სასჯელს დაიტეხენ თავს... ახალი აღთქმის სიღრმე და სიდიადექრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისმისი პირადი მაგალითის გარდააღბეჭდილია შეგონებებშილოცვებშისასწაულებსა და იგავებშიესენიამაგალითადცხრა ნეტარება (მათე 5:4-12), მამაო ჩვენო (მათე 6:9-13; ლუკა 11:2-4), იგავი შეცდომილ ძეზე ანუძველი ქართული ტრადიციითუძღებ შვილზე (ლუკა 15:11- 32), ათ ქალწულზე (მათე 25:1-13), ლაზარეს აღდგინებაზე (იოანე 11:1-45) და სხვა.

ქრისტიანობაშიროგორც ყველა განვითარებულ რელიგიურ სისტემაშიგამოიყოფა „ორი მკვეთრად გამიჯნული შრეყოველდღიური და თეორიულად ჩამოყალიბებულიკონცეპტუალური რელიგიური ცნობიერებავინაიდან ისინი ურთიერთდამოკიდებულნი არიანრომელიმე მათგანის პრიორიტეტზე საუბარი შეუძლებელია“ [12,16]. თავისი ოცსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქრისტიანობამ არაერთი კრიზისული პერიოდი განვლორომელთა არსიორივე დონეზეშეგვიძლია განვსაზღვროთროგორც „ეპისტემოლოგიური დაეჭვების“ პერიოდებიყველა ეს პერიოდი ღირებულებათა ორიენტაციების სისტემის რყევით, „ავტორიტეტთა კრიზისით“ და გარესამყაროს წყობის „სხვაგვარი“ პრინციპისადმიგაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი სწრაფვით ხასიათდებაქრონოლოგიურად ისინითითქმის ყოველთვისპარადიგმათა მონაცვლეობას და არსებული სემიოსფეროს სერიოზულ ცვლილებებს ემთხვევარაცშესაბამისადმხატვრულ შემოქმედებაში დაპირველ რიგშიფერწერაშიარქიტექტურასა და ლიტერატურაში აისახება.
ადრეული ქრისტიანობა „ყველა პრიმიტიური რელიგიის ტრადიციის გაგრძელებაა - ისინი მხოლოდ თანდათან გამოერიცხნენ მას“ [31,175]. გერმანელ მეცნიერთა ამ აზრს დავამატებდითრომ მასობრივი ცნობიერების დონეზე (ხალხურ რელიგიაშიეს „თანდათან“ საუკუნეები გაგრძელდა და არა „გამოირიცხნენ“, არამედ გარკვეული ტრანსფორმირება განიცადეს და ნაწილობრივ შემორჩნენ კიდეც.19 ამ პერიოდისადმი ჩვენი მომეტებული ინტერესი სწორედ იმით აიხსნებარომ ამ პროცესის ძირითადი ტენდენციები ხსენებულ პერიოდში ნათლად გამომჟღავნდაშემდგომ ისინი თითქმის უცვლელი დარჩა ევროპის სრული გაქრისტიანების მანძილზერაც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდამაგრამ იმდენად დიდი ცვლილება განიცადესრომ მათი დანახვა ერთიანნათელ სურათში გაცილებით უფრო რთულია.

წყარო